digital marketing

 კურსის შესახებ 

ტრეინინგ-კურსი მიზნად ისახავს მსმენელებისთვის ციფრული მედიის საფუძვლების გაცნობას. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ციფრულ მარკეტინგში მიმდინარე ტენდენციებს და განიხილავენ საქართველოსა და მსოფლიოში განხორციელებულ მაგალითებს. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და დახვეწაზე, რის შედეგადაც პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთი პროექტები ციფრული მედიის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.

 რა თეორიულ ცოდნას მივიღებ 

კურსი დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის:

  • ციფრული მარკეტინგის საფუძვლები;
  • პოპულარული სოციალური ქსელები;
  • რეკლამა ციფრულ მედიაში;
  • წარმატებული და წარუმატებელი კამპანიების მაგალითები ციფრულ მედიაში;
  • ტრენდები ციფრულ მარკეტინგში;
  • კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ციფრულ მედიაში:
    • სამიზნე აუდიტორიის შერჩევა;
    • კონტენტის როლი ციფრული კამპანიის დაგეგმვის პროცესში;
  • Facebook Business Manager;
  • Facebook Ads Manager:
    • თავისებურებები და უპირატესობები;
    • კამპანიის შექმნა;
    • კონტენტის დაგეგმვა;
    • Ad Objective-ების შერჩევა;
  • Google Ads:
    • თავისებურებები და უპირატესობები;
    • კამპანიის შექმნა;
    • კონტენტის დაგეგმვა;
    • Ad Objective-ების შერჩევა;
  • Google Analytics;
  • SEO – ვებგვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში:
    • On page და Off page ოპტიმიზაცია;
  • კამპანიის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი

 

 რა პრაქტიკულ უნარებს შევიძენ 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით აღჭურვილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, რომელიც დაგეხმარებათ:

  • დაგეგმოთ კომუნიკაცია ციფრულ მედიაში;
  • განახორციელოთ სხვადასხვა სახის ციფრული კამპანიები;
  • სწორად განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და ბიუჯეტი;
  • გააანალიზოთ მიღებული შედეგები

 

 ტრენერის შესახებ 

ხატია გოგრიჭიანი

გააჩნია წამყვან სარეკლამო სააგენტოებში მუშაობის რამოდენიმე-წლიანი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს სხვადასხვა ადგილობრივ და გლობალურ ბრენდებთან ციფრული მედიის პროექტების მიმართულებით. ხატია ფლობს მაგისტრის ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების სპეციალიზაციით.

სრულად ტრენერებზე

 საცნობარო ინფორმაცია 

  • კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (16 საათი)
  • შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ
  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
  • კურსის საფასური: 450 ლარი
  • გადახდის სქემა: შესაძლებელია როგორც ერთიანი, ასევე ორ ნაწილად გადახდით. მოქმედებს საბანკო განვადებაც
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი