ტრეინინგის შესახებ 

საგადასახადო კოდექსის ზოგადი კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. განხილული იქნება საქართველოში ყველა მოქმედი გადასახადი, თეორიულად და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. ასევე მსმენელებს ექნებათ შესაძლებელობა გააცნობიერონ საგადასახადო რისკები, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დეკლარირების და თანხის გადახდის ვალდებულებები. ასევე მსმენელები გაეცნობიან საგადასახადო აუდიტის სპეციფიკას, შესაძლო სამართალდარღვევებს და პასუხისმგებლობის ზომებს.

 რა ცოდნას მივიღებ 

კურსი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიც არის:

  • საგადასახადო კანონმდებლობის (მათ შორის მეწარმეთა შესახებ კანონის) ზოგადი მიმოხილვა, გადასახადის სახეები, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო ვალდებულებები, იურიდიული და ფიზიკური პირები;
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადის ზოგადი მიმოხილვა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, პერიოდი, გათავისუფლება, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. მოგების გადასახადის პრინციპები, ესტონური მოდელი, მოგების განაწილების შემთხვევები, დაბეგვრის ობიექტი, პერიოდი, გათავისუფლება;
  • ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები, ამორტიზაცია, გამოქვითვადი ხარჯები, დარიცხვის და საკასო მეთოდები, საერთაშორისო დაბეგვრა, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები, საგადასახადო აგენტი და გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი, დაბეგვრის ობიექტი, პრინციპები, დაბეგვრის პერიოდი, გათავისუფლება, შერეული ოპერაციები, დღგ-ს ჩათვლა, უკუდაბეგვრა;
  • აქციზის გადასახადი, დაბეგვრის პერიოდი და ობიექტი, აქციზის გადამხდელები, გათავისუფლება, განაკვეთები. იმპორტის გადასახადი, განაკვეთები, დაბეგვრის ობიექტი;
  • ქონების გადასახადი, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადის გადამხდელები, განაკვეთები, გათავისუფლება და დეკლარირება;
  • საგადასახადო კონტროლი და უზრუნველყოფა, საგადასახადო შემოწმება, შემოწმების სახეები და სპეციფიკა, უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, საგადასახადო სამართალდარღვევა, საგადასახადო დავა და შეთანხმება;

 

 ვისთვისაა განკუთვნილი კურსი? 

კურსი განკუთვნილია ფინანსების სფეროში მომუშავე პირებისთვის, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების თუ ბიზნეს ადმინისტრირების სხვა წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ჰქონდეთ ცოდნა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების და შეღავათების შესახებ. ასევე თუ როგორ მოვახდინოთ საგადასახადო ოპტიმიზაცია.

 ტრენერები 

კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებს ტრენერი, რომელსაც გააჩნია:

  • საგადასახადო სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება, მათ შორის შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე;
  • ამჟამად მოქმედი საგადასახადო პრაქტიკული გამოცილება, საქართველოს ბაზარზე წამყვან საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში;
  • მაგისტრის ხარისხი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტიდან ფინანსების მიმართულებით;

სრულად ტრენერებზე

 საცნობარო ინფორმაცია 

  • კურსის ხანგრძლივობა: 16 საათი (1 თვე)
  • შეხვედრების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ
  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
  • კურსის საფასური: 390 ლარი
  • გადახდის სქემა: შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ასევე საბანკო განვადებით
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი