გთავაზობთ ქართული ანდაზების მომდევნო სერიას, სადაც აშკარად ჩანს, რომ ქართველებს პროექტების მართვის უნარები დიდი ხნის წინ გვქონდა:

“ბაბუას შვილიშვილი ხვნა-თესვას ასწავლიდაო”

პროექტში როლების სწორი გამიჯვნა და შესაბამისი კომპეტენციების რესურსის მოზიდვა ხშირად ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ხოლმე. სწორი გუნდი რომლის წევრების უფლებამოსილებებიც გონივრულად არის ფორმირებული ხშირად წარმატების პირდაპირი რეცეპტია.

“უგუნურსა მეგობარსა გონიერი გიჯობს მტერი”

პროექტების მართვაში ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ არიან პარტნიორები და რამდენად ბევრია მათზე დამოკიდებული წარმატების მიღწევაში. ასეთ დროს გადამწყვეტიც კი არის რომ დაინტერესებული მხარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, გადაწყვეტილებაუნარიანობისა თუ საჭიროების შემთხვევაში მოქნილი ნაბიჯების მიმართ. სწორედ ამიტომ წინასწარ ნაცნობი თუნდაც მძიმე სირთულეები ჯობს არასაიმედო პარტნიორებს, თუკი რა თქმა უნდა სირთულეებთან მუშაობა ჩვენი ძლიერი მხარეა, რაც პროექტების მართვის პროცესში ნამდვილად ასეც უნდა იყოს.

“სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი”

პროექტების მართვაში მომავალი სურათი მეტნაკლებად გაზომვადი და პროგნოზირებადია, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ე.წ. “ბედი”, რომ სასურველ ნიშნულზე ვიყოთ დაგეგმილ დროში. ის, თუ რამდენად შეგვიძლია ან გვაქვს ამის რესურსი და უნარი სწორედ რომ ბედია და ზუსტად “იქ მიგვიყვანს ფეხი ჩვენი” სადამდეც დაგეგმვაში რესურსი არ დავიშურეთ.

“გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო”

ის, ვისაც სუსტი ორგანიზებულობა, სუსტი მენეჯერული და ბიზნეს უნარები ახასიათებს, აღმართში ასვლაც გაუჭირდება და შესაბამისად ქვაც ადვილად დაეწევა. ამიტომაც ამ ანდაზის მიხედვით არა დაუწერელ შემთხვევითობად, არამედ პირდაპირ კანონზომიერებადაც უნდა აღვიქვათ ის, რომ გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიოს.

“ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი გასვარაო”

გუნდის შეკვრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნამდვილად წმინდათა წმინდა საქმეა, ასე რომ ტალახში გამსვრელი წევრები იქ ნამდვილად ზედმეტია. არც იმის რესურსია ყველა გუნდში რომ ტალახში გამსვრელთა ჩანაცვლება მარტივი საქმე იყოს, სწორედ ამიტომაც ერთის გასვრით მთლიანად გუნდის შედეგები ზიანდება და ყველანი ტალახში ისვრება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *