“ვეფხისტყაოსანი” ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შეიქმნა, რომლის აფორიზმებშიც ბევრი ისეთი რეკომენდაციაა დამალული რომელიც თანამედროვე ბიზნესს ძალიან გამოადგებოდა. გთავაზობთ კომუნიკაციებთან დაკავშირებულ აფორიზმებს, რომლის გათვალისწინებაც, მე ვიტყოდი, სავალდებულოც კი არის წარმატებული პროექტის მენეჯერისთვის:

“გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”

ხშირად პროექტის მართვისას არის შემთხვევები როდესაც მხარის მხოლოდ ინფორმირება ან მარტივი სახის კომუნიკაცია არასაკმარისია. საჭიროა რომ კონკრეტული შემთხვევა დავანახოთ ყველა მხრიდან სწორი შეფასებისათვის და ადექვატური გადაწყვეტილებისათვის. სწორედ ამას გულისხმობდა რუსთაველი მე-12 საუკუნეში როდესაც ენა ტკბილად მოუბარზე საუბრობდა.

“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”

პროექტების მართვა ყოველთვის სიახლეებთან პირისპირ გვაყენებს და ზოგჯერ ეს იმდენად კომპლექსური თემა შეიძლება იყოს, რომ აღწერაც კი გართულდეს. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია სწორი ფოკუსირება და ეფექტური კომუნიკაცია ზუსტად იმ თემებზე, რაც იმ მომენტში გამოწვევას წარმოადგენს. რეალობაში კი ხშირად ერთი პრობლემის გადაწყვეტისას ლოგიკა ვერ მთავრდება და მასზე იმდენი სხვა პრობლემის მიბმა ხდება რომ შეუძლებელიც კია არათუ გადაწყვეტა, არამედ სრული სურათის დანახვაც. სწორედ ამიტომ გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა პროექტის მენეჯერის ერთერთი ღირებული უნარია.

“ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”

რეალობაში არც თუ ისე მარტივია მხოლოდ პროექტების მართვის მეთოდოლოგია საკმარისი იყოს წარმატებული კომუნიკაციისათვის. არის შემთხვევები როდესაც გიწევს არჩევანის გაკეთება კონკრეტული კომუნიკაციისას თუ რომელი პრიორიტეტები უნდა წამოსწიო წინ, რასაც თან ახლავს ნეგატური ეფექტი. სწორედ ასეთ დროს თქმა სჯობს არათქმასა და ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. არჩევანი კი არის უბრალოდ სწორი რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ ვერც წინასწარი შეფასება და ვერ გათვლები ასეთ სიტუაციებს ვერ შველის გარდა ერთადერთისა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მივუდგეთ ყველა დამდგარ შედეგს როგორც ახალ გამოცდილებას და მომავალი წარმატების ახალ რეცეპტს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *