არსებობს ქართული ანდაზები, რომლებიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იგივე მეთოდოლოგიას აზიარებდა, რასაც დღეს ჩვენ პროექტების მართვისას ვიყენებთ:

“მოჩქარეს მოუგვიანდესო”

პროექტების მართვისას რა თქმა უნდა ერთერთი აუცილებელი წესი არის რომ დავიცვათ ვადები, მაგრამ არა დავაჩქაროთ ვადები. ვადების წინასწარ განსაზღვრა სწორედ იმას ემსახურება რომ განვსაზღვროთ თუ რამდენად სწრაფად თუ რა დროში შეგვიძლია მივიღოთ ესა თუ ის შედეგი. შესაბამისად ვადების განსაზღვრის შემდეგ პირველი საზრუნავი არის მათი დაცვა და არა შეკვეცა რომელსაც დამატებითი რისკები მოაქვს.

“შვილი რომ სიზარმაცეს დაეჩვევა, ბეჯითობა აღარ მოენატრებაო”

პროექტების მართვისას ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მოტივირება და მისი შენარჩუნება. მის გარეშე შედეგების მიღწევას დიდი რისკის წინაშე ვაყენებთ. თუნდაც მოტივაციის შემცირება დამატებით ხარჯებსა და რესურსებს მოითხოვს მის საჭირო ნიშნულამდე განვითარებისათვის. ქართული ანდაზის მიხედვითაც, ბეჯითობა კარგია მაგრამ რატომღაც მონატრება არ სცოდნია, შესაბამისად სიზარმაცე გუნდში იგივეა რაც ჩიხში შესული მატარებელი.

“ზოგი ჭირი მარგებელიაო”

პროექტების მართვისას ხშირია შემთხვევები როდესაც ისეთ სიახლეს შევხვდებით რამაც შესაძლოა დაგეგმილისგან განსხვავებით შედარებით უარესი პროგრესი მოგვცეს, ერთი სიტყვით პრობლემებიც კი შეგვიქმნას. ასეთ მომენტებში აუცილებელია წინასწარ განსაზღვრული იყოს მსგავსი სიტუაციების მართვის მეთოდოლოგია, რაც სირთულეებს ნასწავლ გაკვეთილებად (Lessons Learned) აქცევს. მსგავს გაკვეთილებს კი ორგანიზაციისათვის რომელიც ორიენტირებულია პროექტების მართვაზე, დიდი ფასი აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *