პროექტების მართვას ბევრ სხვადასხვა სფეროში შეხვდებით. ამჯერად გავავლოთ რამდენიმე საინტერესო პარალელი ფეხბურთსა და პროექტების მართვას შორის:

ორივეს აქვს კონკრეტული ვადა, დასაწყისი და დასასრული;

ორივეს აქვს კონკრეტული მიზანი, პროექტში ეს საბოლოო შედეგი არის, ხოლო ფეხბურთში სასურველი ანგარიშით მატჩის დასრულება;

ორივეს ყავს გუნდი, რომელსაც ჭირდება მუდმივი მოტივაცია და მართვა;

ორივეს აქვს ბიუჯეტი, ფეხბურთში არის როგორც გუნდის ასევე კონკრეტული მატჩის;

ორივეს აქვს რისკები, ფეხბურთის მაგალითზე ეს მოწინააღმდეგის ძლიერი თავდამსხმელი შეიძლება იყოს;

ორივეს ყავს მენეჯერი, როგორც პროექტს ყავს მენეჯერი ასევე ფეხბურთის გუნდსაც მართავს მთავარი მწვრთნელი;

ორივეს აქვს შესყიდვები, როგორც საოპერაციო ასევე სტრატეგიულიც, მაგალითად ახალი ფეხბურთელის ტრანსფერი;

ორივეს აქვს სტრატეგია და ტაქტიკური გეგმა, როგორც პროექტი განიხილება სტრატეგიის ნაწილად და ტაქტიკურ გეგმებში, ასევე ფეხბურთშიც არის სატურნირო სტრატეგია და მატჩის ტაქტიკური გეგმა;

დაბოლოს, ორივეს აქვს გოლები!

მოკლედ რომ ვთქვათ ფეხბურთსა და პროექტების მართვას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ რომ პროექტების მართვა არის ის ღირებული მეთოდოლოგია რომლის გამოყენებაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ნებისმიერ სფეროში შექმნის ღირებულებას, თუნდაც საუზმის მომზადებაშიც კი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *