ხშირად პროექტის მენეჯერმა არ იცის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით დამკვეთი. აღნიშნული პროცესი უფრო ნაკლებ მგრძნობელობას ანიჭებს პროექტის მენეჯერს, ხოლო უარეს შემთხვევაში ბუნდოვანს ხდის იმ ძირითად მიზნებს რისთვისაც მას პროექტი დაუკვეთეს.

იმ შემთხვევაში თუკი პროექტის მენეჯერს ეცოდინება ის პრედიქტორები, რომლებიც დამკვეთის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენენ, ეს დიდად გაუმარტივებდა როგორც პროექტის მართვის პროცესს, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნებოდა პროექტის საბოლოო წარმატებისთვისაც. საუბარი არ არის რომ მოხდეს მეტი დელეგირება და პროექტის მენეჯერის როლის უფრო მეტად წარმოჩენა. საუბარია რომ პროექტის მეჯერმა მეტად სიღრმისეულად იცოდეს მიზნები თუ რას აკეთებს და რისთვის.

კონკრეტული საკითხები არ ამ გზით უფრო გამარტივდება არის, რომ პროექტს მენეჯერს მკაფიო წარმოდგენა ექნება პროექტის პრიორიტეტებზე, იქნება ეს დროის, ფულის თუ ხარისხის პრიორიტეტი, ან თუნდაც მათი კომბინაციის შედეგი. მთავარია რომ ექნება ზუსტი წარმოდგენა.

მეორე საკითხი რაც გამარტივდება არის კომუნიკაცია. აღარ დაიხარჯება დრო მოუმზადებელი შეთავაზებებისათვის და გადაწყვეტილებები იქნება უფრო სწრაფი და ხარისხიანი. შეთავაზება იქნება დამუშავებული ხარისხიანად და მორგებულად პროექტის დამკვეთის ხედვებზე და მიზნებზე.

მესამე რაც ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია არის ის რომ დამკვეთი იქნება მეტად გადაწყვეტილებაუნარიანი. ხშირად დამკვეთის მხრიდან გადაწყვეტილებების გაჭიანურება და უარეს შემთხვევაში ჩამოუყალიბებლობა პროექტს აფერხებს. სწორედ ამიტომ არამარტო პროექტის მენეჯერის მოქნილობისათვის არამედ თვითონ დამკვეთის ეფექტურობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მენეჯერმა იცოდეს მეტი თუ რის მიხედვით ღებულობენ გადაწყვეტილებებს დამკვეთები პროექტში ცვლილების დროს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *